სამცხე-ჯავახეთსა და კიდევ 6 რეგიონში არავინ აცრილა- NCDC

March 7, 2022

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა იკლო, თუმცა ამასთან შემცირებულია ყოველდღიურად ჩატარებული ტესტირებების და აცრების მაჩვენებელიც. 

NCDC-ს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 910 პირს, რომელთაგან 13 სამცხე-ჯავახეთშია. ამავე წყაროს ცნობით, ამავე პერიოდში სულ ჩატარდა 6 685 ტესტი, რომელთაგან უმეტესი ანტიგენ, სწრაფი ტესტია.  

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აიცრა კიდევ 92 პირი. დღეს სამცხე-ჯავახეთსა და კიდევ 6 რეგიონში არავინ აცრილა.