სამცხე-ჯავახეთში მობილურმა ამცრელმა ჯგუფებმა სოფლებში 110 პირი აცრეს – სამხარეო ადმინისტრაცია

August 17, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

მობილური ამცრელი ჯგუფების მიერ სამცხე-ჯავახეთის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ამ დროისთვის რეგიონის სამ ლოკაციაზე გასულმა ამცრელმა ჯგუფმა 110-მდე პირს გაუკეთა ვაქცინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ და გვეუბნებიან, რომ მსგავსი გასვლები კიდევ იგეგმება.  

“წინასწარ ვიკვლევთ რომელ სოფელში რამდენ პირს უნდა ვაქცინის გაკეთება და მივდივართ მათთან, რათა ქალაქში ჩამოსვლა არ დასჭირდეთ. ამ დროისთვის სამ ლოკაციაზე ვიყავით გასული და კიდევ ვგეგმავთ მსგავსი აქციების ჩატარებას,” – გვეუბნება რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე. ​

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 146 შემთხვევა დაფიქსირდა. 

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, NCDC-ს მონაცემებით 16 აგვისტოს რეგიონში 175 აცრა ჩატარდა.