სამცხე-ჯავახეთში საარსებო შემწეობას, შარშანდელთან შედარებით, 5 ათასზე მეტი პირი იღებს

April 6, 2022

სამცხე-ჯავახეთში საარსებო შემწეობას 19 635 პირი იღებს. რიცხვი რეგიონში მცხოვრებთა რომელიც საერთო რაოდენობის 12,2 პროცენტია. მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 5 807 ადამიანითაა გაზრდილი ,- ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზეა განთავსებული.   

ამავე წყაროს ცნობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 652 096 ადამიანი იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.5%-ს შეადგენს. მონაცემების მიხედვით, სახელმწიფოსგან ფულადი დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა მხოლოდ ბოლო სამ თვეში 8 929 ადამიანით გაიზარდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 532 242-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ქვემო ქართლის მონაცემებს, რეგიონში ამ დროისთვის საარსებო შემწეობას 80 089 პირი იღებს, მაშინ, როდესაც ეს ციფრი გასულ წელს 62 275-ს შეადგენდა. 

რა პირობებში უწევთ საარსებო შემწეობის მიმღებ პირებს ცხოვრება და რა სირთულეების წინაშე დგანან ისინი, გთავაზობთ ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან.

“სკოლაში არ დავდივართ, რადგან ვმუშაობთ და წივას ვჭრით,» — რამდენად ფიქრობს სახელმწიფო ბავშვის ოჯახიდან გაყვანის სანაცვლოდ ოჯახის გაძლიერებაზე? #ნინოწმინდა

ვიდეო არქივი