ღრელის და ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შაშის ტურნირში პირველი ადგილი დაიკავეს

April 6, 2022

ახალციხის სოფელ ხეოთის, სხვილისის, ღრელის, ფერსის საჯარო სკოლის მოსაწავლეებმა შაშის ტურნირში საპრიზო ადგილები გადაინაწილეს. ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის სამსახურის სპორტული განყოფილების ორგანიზებით გაიმართა, – ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე თვეში იგეგმება ტურნირი ჭადრაკში და ნარდში. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უკვე წლებია რაც ტურნირები იმართება შაშში, ჭადრაკში, ფეხბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და სხვა.

სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 210 ათასი ლარია გათვალისწინებული.