სამცხე-ჯავახეთში, უკანონოდ ტყითსარგებლობის 18 შემთხვევა გამოვლინდა – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

September 6, 2023

სამცხე-ჯავახეთში, აგვისტოს თვეში, უკანონოდ ტყითსარგებლობის 18 შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამავე პერიოდში, ჯამში 155 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 109 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 46 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.

სამართალდარღვევებიდან 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამავე წყაროს ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 338 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 40 ფაქტი გამოვლინდა. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.