სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 7 შემთხვევა დაფიქსირდა – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

September 6, 2023

საქართველოში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობის 97 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 7 სამცხე-ჯავახეთშია, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 30 ფაქტი მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა.
26 ფაქტია გამოვლენილი იმერეთში,
11 – სამეგრელო-ზემო სვანეთში,
10 – შიდა ქართლში,
7 – კახეთში
3-3 ფაქტი ქვემო ქართლსა და აჭარაში.

“გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 45 ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია, 15 შემთხვევაში მონადირეებმა სანადირო იარაღების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოადგინეს, 3 შემთხვევაში სამართალდამრღვევები, აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობდნენ და ა.შ,” – ნათქვამია განცხადებაში.