სანიაღვრე სანაგვე არხი გარდაბნის მერიის მიმდებარედ

July 25, 2023

გარდაბნის მერიის მიმდებარედ, ივერიის ქუჩაზე სანიაღვრე არხი ხშირად სანაგვე არხის ფუნქციასაც ითავსებს. არხი გასულ საუკუნეში, საბჭოთა კავშირის პერიოდში მოეწყო და მისი დანიშნულება თავდაპირველად ნალექის გატარება და დატბორვისაგან ქუჩის დაცვა იყო.

როგორც მერიაში გვეუბნებიან, წლების განმავლობაში გამართული ფუნქციონირებისათვის არხი სისტემატურად იწმინდებოდა და იწმინდება, თუმცა უკვე რამდენიმე კვირაა არხში წყალთან ერთად  შეხვდებით პლასტიკის ნარჩენებს, ბოთლებს, პარკებს.

როდის გაწმენდს არხს მერია და რამდენად კონტროლდება უკანონო ნაგავშემკრებების მოწყობა გარდაბანში? კითხვებით მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ.
მერიაში გვეუბნებიან, რომ ტერიტორიას დღესვე შეისწავლიან.

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.