ქალაქ ვალეში და ახალციხის ოთხ სოფელში, გარე განათების მოწყობა იგეგმება – #ტენდერი

July 25, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში და ასევე სოფელებში: აგარა, ანი, ტყემლანა, ივლიტა გარე განათების მოწყობა იგეგმება რისთვისაც მერია 168 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს — ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ამავე დოკუმენტის ცნობით, თანხა «სოფლის მხარდაჭერის პროგრამის» ფარგლებში გამოიყოფა.

წინადადებების მიღება 4-7 აგვისტოს იწარმოებს.

კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.