“საუბრები წყაროსთან” – ასპინძა – ანონსი

October 18, 2022

თუ ცხოვრობ ასპინძის სოფელ ოშორაში და გაინტერესებს როგორ არიან ჩართული ახალგაზრდები სამოქალაქო აქტივიზმში საქართველოში და ევროპაში, მაშინ ეს ახალი ამბავი შენთვის საინტერესო იქნება.

ხვალ, 14:00 საათზე, ოშორას საჯარო სკოლაში, ახალციხის ასოციაცია “ტოლერანტის” ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი ზემოთაღნიშნულზე საკითხებზე გესაუბრებათ

შეხვედრა TOK TV-ს ახალი პროექტის, “საუბრები წყაროსთან” ფარგლებში გაიმართება, რომელსაც მაუწყებელი “ღია საზოგადოების ფონდის” დაფინანსებით ახორციელებს.

ჩვენ უკვე ვესტუმრეთ ადიგენის სოფელ ჩორჩანს და უდეს, ასევე წალკის სოფლებს კოხტას და საყდრიონს. პროექტის ფარგლებში კიდევ 15 სოფელს ვეწვევით.