საქართველოსა და სომხეთს შორის მიმოსვლა ID ბარათებით არის შესაძლებელი

July 14, 2023

საქართველოსა და სომხეთს შორის მიმოსვლა ID ბარათებით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორივე ქვეყნის პრემიერ მინისტრებმა შეთანხმებას ხელი, ერევანში 2023 წლის 12 იანვარს მოაწერეს.

ამავე წყაროს ცნობით, შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისათვის ურთიერთმიმოსვლის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შემოღებას.

“ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ანაცვლებს 1993 წლის 19 მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას „საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მათ ტერიტორიაზე უვიზო მოძრაობის შესახებ,” – ნათქვამია განცხადებაში.