14 მილიონზე მეტი ახალციხის თეატრის რეაბილიტაციისთვის – #ტენდერი

July 14, 2023

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხეში არსებული მესხეთის დრამატული თეატრის რეაბილიტაციისთვის 14 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

თეატრის რეაბილიტაციის ტენდერი უკვე მეორედ გამოცხადდა. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, წინა ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია, შესაბამისად არ შედგა. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება შენობის და შიდა სივრცეების სრული რეკონსტრუქცია.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხის ნაწილი მიმდინარე წლის, ხოლო ნაწილი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დაასრულოს.

წინადადებების მიღება 19-25 ივლისს იწარმოებს.