“სინოფრმზე” რეგისტრაცია შეიზღუდა – მიზეზი მცირე რაოდენობაა

August 27, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ნიშნული ყოველდღიურად 26 ათასს ცდება. ყველაზე მაღალი მოთხოვნა “სინოფარმის” და “ფაიზერის” ვაქცინაზეა, თუმცა NCDC იუწყება, რომ დღეიდან “სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრაცია შეიზღუდა მანამ, სანამ ვაქცინის ახალ დოზებს არ შემოიტანენ.

მათი ცნობით, შეზღუდვა არ ეხება მეორე დოზით ასაცრელებს და იმ პირებს, რომლებმაც 27 აგვისტომდე გაიარეს რეგისტრაცია, თუმცა სოციალურ ქსელში წერენ, რომ ისინი ვერც გუშინ რეგისტრირდებოდნენ.

ინფრომაციას “სინოფარმზე” რეგისტრაციის შეზღუდვის შესახებ გვიდასტურებებ NCDC-ს ცხელ ხაზზეც.

როდის შემოვა საქართველოში “სინოფარმის” ახალი პარტია? NCDC-შიგვეუბნებიან, რომ ამ დროისთვის თარიღი ცნობილი არ არის და როგორც კი შემოვა გაგვაგებინებენ.

აქვე გეტყვით, რომ პირველი დოზით აცრის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ფაიზერის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებზე.