“სლესის ციხე” დაზიანდა – ახალციხე

December 16, 2020

ახალციხეში მდებარე “სლესის” ციხე, იგივე მოქცევის ციხე დაზიანდა. ჩამონგრეულია ციხე-კოშკის კუთხე.  ციხის დაზიანების შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომელიც დაზიანების ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

ფაქტის გადამოწმების მიზნით ჩვენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, ციხეს ჯგუფი ხვალ შეამოწმებს.