სომხეთის პარლამენტმა “რომის სტატუტის” რატიფიცირება მოახდინა

October 3, 2023

60 მომხრე და 22 წინააღმდეგი, სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების, იგივე “რომის სტატუტის” რატიფიცირება მოახდინა, – გადაწყვეტილება, დღეს, სომხეთის პარლამენტის სხდომაზე მიიღეს.

რატიფიცირების დოკუმენტს ხელი სომხეთის პრეზიდენტმა ვააგნ ხაჩატრიანმა უნდა მოაწეროს.

მიმდინარე წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა, რომლის მიხედვითაც თუკი ვლადიმირ პუტინი “რომის სტატუტის” ხელმომწერ რომელიმე ქვეყანაში ჩავა, იგი უნდა დააკავონ.

სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებელნი არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.

“სომხეთის ტერიტორიაზე თუ ჩავა პუტინი, სომხეთს წარმოეშვება ვალდებულება, რომ ის დააკავოს და გადასცეს სასამართლოს,” – გვეუბნება, უფლებების საქართველოს იურისტი დიმიტრი ხაჩიძე