ტოლერანტობა “მილანის ედიქტიდან” დღემდე 

January 18, 2023

“ყველა მოქალაქეს სრული უფლება აქვს ილოცოს რომელ ღმერთზეც უნდა,” – ვკითხულობთ მილანის ედიქტში, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით 313 წელს, რომში, კონსტანტინე დიდმა მიიღო, რომლის მიზანიც ქრისტიანებზე დევნის შეწყვეტა იყო.

ასოციაცია “ტოლერანტის” ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი აღნიშნულ ედიქტს, ტოლერანტობის და მიმღებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს თვალსაჩინოებად მიიჩნევს. 

რას ნიშნავს ინტეგრაცია, როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს საკუთარი ქცევით საზოგადოებაში არსებული დაშორება შეამცირონ – ამ საკითხებზე ცირა მესხიშვილი, მულტირელიგიურ და მულტიეთნიკურ მუნიციპალიტეტებში, ახალქალაქსა და წალკაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებიც.

დეზინფორმაცია როგორც ტოლერანტობის და მიმღებლობის პროცესის ხელის შემშლელი ფაქტორი და მასთან ბრძოლის ხერხები – საკუთარი ხედვა ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს.

შეხვედრა ჩვენი პროექტის საუბრები წყაროსთან ფარგლებში ბორჯომში გაიმართა. ჩვენ უკვე ვეწვიეთ 8 სოფელს და სამიზნე ჯგუფს, თუ გსურთ რომ შემდეგი თქვენი სოფელი იყოს მოგვწერეთ.