ყოფილი დეპუტატობის კანდიდატი მერობის კანდიდატად – ევროპულმა საქართველომ ახალქალაქში მერობის კანდიდატი წარადგინა

August 16, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ახალქალაქის მერობის კანდიდატად, 2020 წლის არჩევნებში ჯავახეთის დეპუტატობის კანდიდატი, არსენ კარაპეტიანი წარადგინა, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დღეს განაცხადა.

არსენ კარაპეტიანის თქმით, ახლო მომავალში მოსახლეობასთან შეხვედრებს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გაცნობას დაიწყებენ.

“ეს არჩევნები არ არის, ეს რეფერენდუმია, ამიტომ აქტიურობა აუცილებელია.” 

არსენ კარაპეტიანს 2017-20 წლებში «ევროპული საქართველოსთვის» 9 185 ლარი აქვს შეწირული, ბოლოს 2 000 ლარი პარტიას 2020 წელს შესწირა.

ასევე, იგი 2007-12 წლებში ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოს უფროსად მუშაობდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე.

მის სახელს უკავშირდება „საქართველოს, ახალქალაქის რაიონი, სოფ. ბავრას დემოკრატიული მართვის განვითარების ფონდი“, სადაც გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს.

პარტიამ მერობის კანდიდატი დაასახელა ახალციხეშიც. აქ მერობისთვის ზურაბ სადათიერაშვილი იბრძოლებს.