შიდა საქალაქო ტრანსპოტმა მუშაობა განაახლა – ახალციხე

May 29, 2020

ახალციხეში შიდა საქალაქო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. შ.პ.ს. „ჯეოტივის“ დირექტორი, ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ „ მოქალაქეების ვალდებულება მხოლოდ პირბადის ტარებაა, ასევე აუცილებელია მგზავრები არ იდგნენ, რასაც მძღოლი გააკონტროლებს. ფანჯრები უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში თუ გადაიტვირთება მოძრაობა ვიფიქრებთ დავამატოთ რეისები.”

მისივე თქმით, ახალციხის მერიას სუბსიდირება შეწყვეტილი აქვს და ჯერ მოლაპარაკებები არ ყოფილა დაფინანსების გაგრძელების თაობაზე, თუმცა მოქალაქეები ისევ 20 თეთრს გადაიხდიან.

როდის აღდგება მერიის მხრიდან კომპანიის სუბსიდირება? ამასთან დაკავშირებით ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობას დავუკავშირდით.

„მიმდინარე წლის 1 ივნისიდან აღდგება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,ჯეო-ტივს” შორის არსებული შეთანხმების პირობები, შესაბამისად განახლდება თანადაფინანსებაც მგზავრთა გადაყვანის მიზნით,“ – ამბობენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შიდა საქალაქო ტრანსპორტმა მუშაობა მიმდინარე წლის 21 მარტს შეწყვიტა

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply