“აფხაზეთი” – ანსამბლი წალკაში

July 4, 2022

ავტორი:სოფიკო ქარცივაძე, მირანდა ფუტკარაია

“აფხაზეთი” – ანსამბლი წალკაში  წალკაში უკვე 7 წელია საესტრადო ანსამბლი მოქმედებს, სახელწოდებით “აფხაზეთი”. სახელი მისი სამხატვრო ხელმძღვანელის და რამდენიმე მოსწავლის ბიოგრაფიასთან არის კავშირში, ისინი აფხაზეთიდან არიან დევნილი. 

ანსამბლი “აფხაზეთი” კულტურის ცენტრს ექვემდებარება. აქ სასურველი უნარების შეძენა 6-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ.

ანსამბლის ხელმძღვანელი ციური დედაოღლი გვეუბნება, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხათ. 4 ივლისს გამართული ღონისძიება კი, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, პირველია მსგავსი მასშტაბის.