წალკა-დიდგორის საგზაო მონაკვეთი 10 დღეა დაკეტილია – მიზეზი უამინდობაა

December 12, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

წალკიდან დიდგორის მიმართულებით საგზაო მონაკვეთი უკვე 10 დღეა დაკეტილია, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვიდასტურებენ.

უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებაზე შეზღუდვა 3 დეკემბრის შემდეგ მოქმედებს. აქ ნამქერისა და დაბალი ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.

გზაზე არსებული შეზღუდვის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წალკის ჯგუფშიც მსჯელობენ და კითხვებს სვამენ. მაგ. როდის აღდგება წალკიდან დიდგორის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ? საავტომობილო გზების დეპარტამენტში პასუხი ჯერ არ აქვთ. გვეუბნებიან, რომ ამისთვის “მუშაობა მიმდინარეობს.”