ბაკურიანი – ანდეზიტი – ციხისჯვრის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი მარშრუტით იმოძრავებს

October 24, 2023

25 ოქტომბრიდან ბაკურიანი – ანდეზიტი – ციხისჯვრის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი მარშრუტით იმოძრავებს- ინფორმაციას ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება.

ავტობუსების  განრიგი შემდეგნაირია: ორშაბათი – პარასკევი: ბაკურიანი – ანდეზიტი – ციხისჯვარი – 15:30 საათი; ციხისჯვარი – ანდეზიტი – ბაკურიანი – 16:00 საათი; ბაკურიანი – ანდეზიტი – ციხისჯვარი – 18:15 საათი;

შაბათი – კვირა: ბაკურიანი – ანდეზიტი – ციხისჯვარი – 18:15 საათი