ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო
თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

October 25, 2023

 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეს, თევზჭერის აკრძალული საშუალების – ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 7,280 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი- ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამავე წყაროს ცნობით ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის სულ 5 ფაქტია გამოავლენილი. სამართალდარღვევები  ასევე,  გამოვლენილია ქვემო ქართლში, იმერეთსა და შიდა ქართლში.

 როგორც უწყებაში გვეუბნებიან, სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. უკანონოდ მოპოვებული თევზი, ნავები და თევზჭერის აკრძალული საშუალებები დალუქულია. 

ფოტო : გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი