ასპინძის მერიამ ნაგავმზიდი მანქანა 181 200 ლარად იყიდა

November 7, 2023

ასპინძის მერიამ ახალი ნაგავმზიდი მანქანა 181 200 ლარად და 50 ნაგვის კონტეინერი 29 500 ლარად შეიძინა – ამის შესახებ ინფორმაცია მერიამ მოგვაწოდა.

როგორც მერიიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ნაგავმზიდი, მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს: ძველს, ჭობარეთს, ორგორასა და საყუდაბელს მოემსახურება.

ამავე წყაროს ცნობით, ამჟამად მუნიციპალიტეტს ემსახურება სამი ნაგავმზიდი მანქანა და 300 ურნა.

ამავე თემაზე: