პრეზიდენტის გვერდი “დაჰაკეს”

January 26, 2024

პრეზიდენტის გვერდი (president.ge) გათიშულია – სავარაუდოდ კიბერ თავდასხმა რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა CAZY BEAR-მა განახორციელა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტის გვერდზე ჰაკერების მიერ იყო დატოვებული მესიჯი “დიდება რუსეთს” – ის ამ დროისთვის აღარ ჩანს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

“შესაძლოა ეს ორი ტიპის კიბერ შეტევა იყოს, რომელსაც აქტიურად იყენებს რუსეთი,”

“მიუხედავად იმისა რომ [დაჰაკვას] აქვს ტექნიკური ეფექტი, ეს არის უფრო ფსიქოლოგიურ შედეგზე გათვლილი. ეს არის უფრო მეტად მოსახლეობის დაშინება, დაცინვა,” – გვეუბნება, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე.

გარდა პრეზიდენტის გვერდისა, ” TV ფორმულას” ვებგვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული, – ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კიბერშეტევა 26 იანვარს, გამთენიისას განხორციელდა.

კიბერ შეტევა მოხდა “მთავარი არხის” ვებ-გვერდზეც.