როგორ შეიძლება იყენებდეს რუსეთი საქართველოს, რათა სანქციები თავიდან აირიდოს – #სტუდია_მონიტორი

February 13, 2024

როგორ იყენებს რუსეთი უკრაინაში ომისთვის ორმაგი დანიშნულების საქონელს, როგორ შეიძლება იყენებდეს ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს, რათა თავიდან აირიდოს სანქციები და რა შეზღუდვებს აწესებს დასავლეთი ამ პროდუქციით ვაჭრობაზე, – აღნიშნული ჩვენმა პარტნიორმა, “სტუდია მონიტორმა” გამოიძია.

საგამოძიებო მასალის მიხედვით, მათ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, არათუ შეზღუდა, არამედ დრამატულად გაზარდა სანქციებს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციით მესამე ქვეყნებთან ვაჭრობა.

კერძოდ: “უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის ტექნოლოგიებზე წვდომის შესაზღუდად, ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტმა ექსპორტზე კონტროლი გაამკაცრა. ევროკავშირმა, იაპონიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ პრიორიტეტული ნივთების ნუსხა დაამტკიცეს, რომლებსაც რუსეთი შეარაღებისთვის იყენებს და ამიტომ მათი რუსეთისთვის მიწოდება აკრძალულია. მოწყობილობები – ჩიპები, მიკროსქემები, გამაძლიერებლები და სხვა. თუმცა ირკვევა, რომ ეს მოწყობილობები რუსეთამდე მაინც აღწევს ე.წ. შუამავალი, მესამე ქვეყნების გავლით, რომელთა შორის, შესაძლოა, საქართველოც იყოს.”

რა დოკუმენტებზეა საუბარი და როგორ შეიძლება შედიოდეს საქართველოს გავლით რუსეთში ის ნივთები, რომლებიც აკრძალულია – საგამოძებო სიუჟეტის სანახავად იხილეთ ვიდეო: