გარდაბნის მერია: ლესელიძის ქუჩა რეაბილიტაციას არ საჭიროებს

February 27, 2024

ქალაქ გარდაბანში მცხოვრებლები ლესელიძის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვენ.

ქალაქ გარდაბანში და სოფლებში, სართიჭალაში და სააკაძეში შიდა გზების რეაბილიტაცია იგეგმება – ტენდერი

იგეგმება თუ არა მიმდინარე წელს, ლესელიძის ქუჩის მოწესრიგება, TOK TV-ს რედაქციამ გარდაბნის მერიას, წერილობით მიმართა.

მუნიციპალიტეტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ლესელიძის ქუჩა რეაბილიტაციას არ საჭიროებს.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას მუნიციპალიტეტი შემდეგ ქუჩებზე გეგმავს:

  • გარდაბანი ქვემო კაპანახშის 1 ჩიხი;
  • გამარჯვების ქუჩის მე-3 და მე -4 ჩიხი;
  • გამარჯვების ქუჩის 1-ლი გადასასვლელი;
  • გარდაბანში თბილისის ქუჩის მე-2 ჩიხი;
  • სამედ ვურღუნისა და მეგობრობის ქუჩა.