Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

11 მილიონ ნახევრამდე ბორჯომში ინფრასტრუქტურისა და დასუფთავებისთვის — #2022_წლის_ბიუჯეტი

February 9, 2022

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წელს საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის, გარე განათებისთვის, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის სუბსიდირებისთვის და ქუჩების დასუფთავებისთვის მიმდინარე წელს 10 მილიონ ლარამდე გამოყოფას გეგმავს, — აღნიშნული ხარჯები ასახულია 2022 წლის ბიუჯეტში.

თანხა წინა წელთან შედარებით, 8 მილიონ 500 ათასზე მეტითაა შემცირებული, როგორც მერი, ოთარ არბოლაშვილი გვეუბნება თანხას შემდგომში დაემატება რეგიონალური განვითარების ფონდიდან 3 მილიონამდე ლარი, მთის ფონდიდან 700 ათასი და სოფლის განვითარების პროგრამიდან ნახევარი მილიონი ლარი, რაც ეტაპობრივად აისახება ბიუჯეტში.

  • ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის მილიონ 300 ათასზე მეტის გამოყოფა იგეგმება.
  • წყლის და კანალიზაციის მოწესრიგებისთვის მერია 600 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს.
  • გარე განათებისთვის მილიონ 200 ათასზე მეტი ლარია გამოყოფილი.
  • მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის  მილიონ ლარზე მეტი, ქუჩების კეთილმოწყობისთვის და სკვერების გამწვანებისთვის 800 ათას ლარამდეა გათვალისწინებული,
  • ხოლო მუნიციპალური ტრანსპორტის სუბსიდირებისთვის – მილიონ ლარამდე.

რაც შეეხება ბორჯომში კოსტავას სახელობის სკვერის და მოედნის რეაბილიტაციას და დასვენების და გართობის ახალი კერების შემქმნას, ბორჯომის მერია ამისათვის 3 მილიონამდე ლარის გამოყოფას გეგმავს. 

დასუფთავების მუხლში გაწერილი ინფორმაციის მიხედვით, მერია ამ მიმართულებით მთელი წლის განმავლობაში მილიონ 500 ათასზე მეტი ლარის გამოყოფას გეგმავს. ააიპ “ბორჯომის დასუფთავება და კეთილმოწყობა”-ს მთელი წლის განმავლობაში ევალება, მუნიციპალიტეტის ქალაქების და სოფლების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ასევე, დაზიანებული ნაგვის ურნების შეკეთება. მრავალსართულიან კორპუსებში სანაგვე ბუნკერის ,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების დეზინსექციის და დეზინფექციის მომსახურება.

აქვე ნახეთ: 7.5 მილიონ ლარამდე ახალციხეში ინფრასტრუქტურისა და დასუფთავებისთვის — #2022_წლის_ბიუჯეტი

3 მილიონ 500 ათას ლარამდე ადიგენის ინფრასტრუქტურისთვის #2022_წლის_ბიუჯეტი

რა ოდენობის თანხაა განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და დასუფთავებისთვის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ გვერდს Toktv.ge, ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.