სომხეთი თურქეთში მაშველებს გზავნის

February 8, 2023

სომხეთი თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად სამაშველო ძალებს გზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ციტატა: “თვითმფრინავი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის სამაშველო ძალებს სტიქიის ზონაში გადაჰყავს, ერევნის “ზვარტნოცის” აეროპორტიდან ასაფრენად ემზადება.”

სტიქიის ზონაში, 60 მაშველისგან შემდგარი ჯგუფი გაემგზავრა საქართველოდანაც. საქართველოს შს სამინისტროს განცხადებით, იგეგმება დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის და შესაბამისი ტექნიკის გაგზავნა.

თურქეთსა და სირიაში 2 მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა, ოფიციალური მონაცემებით შედეგად 8 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.