ყინულიანი და თოვლიანი ტროტუარები

February 8, 2023

სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალციხეში კვირის განმავლობაში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ღამის საათებში ტემპერატურის 9-10 გრადუსამდე დაცემაა მოსალოდნელი.

უკვე მეშვიდე დღეა, რაც ახალციხეში მოთოვა, თუმცა რამდენიმე ქუჩაზე ტროტუარები ამ დრომდე გაწმენდილი არ არის. ადგილობრივების თქმით, თოვლით და ყინულითაა დაფარული რუსთაველის ქუჩაზე არსებული ტროტუარების ნაწილი. მოყინულია კოსტავას ქუჩა და ცენტრალურ პარკის ნაწილიც, რომელსაც ადგილობრივები გადასაადგილებლად იყენებენ.

რატომ არ გაიწმინდა აქამდე ტროტუარები და იგეგმება თუ არა მათი ყინულისგან და თოვლისგან გაწმენდა? – კითხვით ახალციხის მერიას დავუკავშირდით, სადაც ვიდეო კომენტარზე უარი გვითხრეს, ხოლო მოგვწერეს, რომ ციტატა: “საფეხმავლო ბილიკები ეტაპობრივად გაიწმინდება.”