წალკაში დღეისათვის მეორე მსოფლიო ომის ერთი ვეტერანი ცხოვრობს

May 9, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

რუსთავის მერიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქს  სამამულო ომის 2 ვეტერანი და 15 მათთან გათანაბრებული პირი ჰყავს. ვეტერანთან გათანაბრებული პირები ე.წ.  ოცდაექვსიანელები  არიან, რომლებიც ომში არ წასულან, მაგრამ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა. Მათ მერიისგან ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, 1000 ლარი მიიღეს, ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა კი- 500 ლარი. მათ თანხა წლის განმავლობაში ერთჯერადად ერიცხებათ.

ფულადი დანამატი წალკის მუნიციპალიტეტში ომის 1 ვეტერანს და 2 მასთან გათანაბრებულ პირს დაერიცხება,- ამის შესახებ ინფორმაცია წალკის მერიიდან მოგვაწოდეს.

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. Მეორე მსოფლიო ომს 300 000-მდე ქართველი შეეწირა.