470 ლარი საქართველოში შემოსული უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის – UNICEF

January 13, 2023

2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ, უკრაინიდან საქართველოში შემოსული ბავშვიანი ოჯახები, თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 470 ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა.

“ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის 1 მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა,” – ნათქვამია განცხადებაში.

კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე – 1505