“ოკეანეების პლასტმასით დაბინძურება საგანგაშო დონეს აღწევს,” – EMD ოკეანეების დაბინძურების პრევენციისთვის

March 29, 2023

“ასობით აკადემიური კვლევის მიმოხილვის მიხედვით, ოკეანეების პლასტმასით დაბინძურება საგანგაშო დონეს აღწევს,” – ვკითხულობთ გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის კვლევაში, რომლის ფარგლებშიც თითქმის 2600 კვლევითი ნაშრომი შეისწავლეს, ამის შესახებ Bloomberg- წერს.

ამავე წყაროს მიხედვით, ყველაზე მეტად ოკეანეები პოლიეთილენის ნარჩენებით და ნავთობით ბინძურდება.

იმისათვის, რომ მდინარეებში, ზღვებში და ოკეანეებში ნარჩენების რაოდენობა შემცირდეს სხვადასხვა ორგანიზაცია განსხვავებული ფორმატით პასუხობს, მათ შორის არის European Maritime Day, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება და გულისხმობს ღონისძიებათა ციკლს, რა დროსაც ასუფთავებენ პლაჟებს, ეწყობა პორტებში ტურები, სემინარები, კონფერენციები და ა.შ.

ღონისძება 2018 წლიდან იმართება, თუმცა საქართველო მას წელს შეუერთდა და EMD ღონისძიების ორგანიზატორი, მარიამ ავაქოვი გახდა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფინალისტი.

“მიუხედავად იმისა, რომ მე უშუალოდ არ ვარ ჩართული ტურიზმში, მიმაჩნია, რომ კავშირი ლურჯი ეკონომიკის ზრდასა და უფრო სტაბილური,ჯანსაღი ტურიზმის განვითარებაში ახალგაზრდების მონაწილეობა მნიშვნელოვანია,” – გვეუბნება ავაქოვი.