700 ათასზე მეტი კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის – აწყური

March 29, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის, 700 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება არსებული დარბაზის ინტერიერის დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება. ასევე, გათვალისწინებულია სცენის მოწყობა, სკამების დამატება და განათების დამონტაჟება.

აღნიშნული ტენდერი მერიამ უკვე მეორედ გამოაცხადა. დოკუმენტის მიხედვით, პირველ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო – შესაბამისად არ შედგა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. წინადადებების მიღება 13-18 აპრილს იწარმოებს.