150-მდე ტესტიდან 44 კოვიდდადებითია – სამცხე-ჯავახეთი – სამხარეო ადმინისტრაცია

October 29, 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში ოფიციალური ინფორმაციით 150-მდე აღებული კორონავირუსის ტესტიდან 44 დადებითია. ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მანვე თქვა, რომ რეგიონში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. “გარდაცვალების ფაქტები გვაქვს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ქალბატონი არის 50 წლამდე, მამაკაცი 57-მდე. აღენიშნებოდა თუ არა მათ სხვა დაავადებები ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ,” – განაცხადა მიქელაძემ.

მუნიციპალიტეტების მიხედვით დადასტურებული შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება: ახალციხე – 21, ახალქალაქი – 8, ნინოწმინდა – 4,ასპინძა – 3 ადიგენი – 3,ბორჯომი – 3.

ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 019 პირი,საკარანტინო სივრცეებში 218 პირი.

რეგიონში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა 363-ს შეადგენს, რომელთაგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა შეადგენს 57-ს , გარდაცვლილია – 8.