17 000-მდე “ასპინძობისთვის” – ტენდერი

April 11, 2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია, “ასპინძობის” დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის, 17 ათასამდე ლარს დახარჯავს, – აღნიშნულ თანხაზე ტენდერი, მერიამ შპს “სთორი +”-სთან უკვე გააფორმა.

თავდაპირველად მერიამ ტენდერი 20 ათასამდე ლარზე გამოაცხადა.

დოკუმენტის მიხედვით კომპანიამ, “ასპინძობის” ღონისძიებაზე, რომელიც 20 აპრილს გაიმართება, უნდა მოაწესრიგოს და ააწყოს სცენა, გააფორმოს 200 მეტრიანი სამკუთხა ფერადი ალმებით, 100 ცალი სხვადასხვა ფერის ქოლგით.

ასევე, იგეგმება, აფიშების, საჰაერო ბუშტების, მაისურების და კეპების შეძენა.

“ასპინძობა” 1770 წელს, მომხდარი ასპინძის ბრძოლისადმი მიძღვნილი ღონისძება მუნიციპალიტეტში 2020 წლიდან აღინიშნება.