რეხასა და ხანდოში რუსთავის მერიის მიერ გადაცემული ავტობუსი იწყებს ფუნქციონირებას

April 7, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

წალკის სოფელ რეხასა და ხანდოში ორშაბათიდან რუსთავის მერიის მიერ გადაცემული მეორეული ავტობუსი დაიწყებს მუშაობას. მგზავრობის ფასი 2 ლარი იქება, – ამის შესახებ ინფორმაცია შპს «წალკის მუნიციპალიტეტის ავტოსერვისის” დირექტორმა  პაატა ლომთათიძემ დაგვიდასტურა. 

რუსთავის მერიამ წალკას 3  მუნიციპალური ავტობუსი მიმდინარე წლის 24 თებერვალს გადასცა. თუმცა, ავტობუსები შეკეთებას საჭიროებდა. პაატა ლომთათიძის თქმით, 1 ავტობუსის შეკეთება დასრულდა,მეორე 1 კვირის შემდეგ დაიწყებს ფუნქციონირებას და სოფელ გუმბათსა და ავრალოს მოემსახურება. მესამე ტრანსპორტის შეკეთება კი ჯერ არ დასრულებულა.

«წალკის მუნიციპალიტეტის ავტოსერვისში” ასევე გვითხრეს, რომ რუსთავის მერიამ წალკას  დამატებით კიდევ 3 მუნიციპალური ტრანსპორტი აჩუქა. თუმცა, ისინიც შესაკეთებელია.  აპრილის ბოლოსთვის კი წალკაში ამ 6 ავტობუსიდან , სავარაუდოდ, 4 უკვე იფუნქციონირებს.  

რუსთავის მიერ წალკისთვის გადაცემული  მეორეული ავტობუსები  2007 წელსაა გამოშვებული და 2  წელზე მეტია უფუნქციოდ იყო.

შიდა სასოფლო ტრანსპორტის სიმცირე დიდი ხანია წალკის მოსახლეობის პრობლემაა.  32 სოფელს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება.

სიუჟეტი მომზადებულია 2022 წლის 29 დეკემბერს