2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული – ავარია ახალციხეში

August 23, 2021

ახალციხის სოფელ წყორძაში “ურალის” მარკის სატვირთოს ხევში გადაჩეხვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 ახალციხის კლინიკა “ევექსშია” გადაყვანილი, – ინფორმაციას კლინიკის მენეჯერი, ბესო ბურჯალიანი გვიდასტურებს.

მისივე თქმით, 3 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთის მდგომარეობა მძიმე: “რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მძიმე მდგომარეობა აქვს. გადაყვანა უნდოდათ, მაგრამ უარი უთხრეს, რადგან მისი ტრანსპორტირება სიმძიმის გამო არ შეიძლება,” – გვითხრა ბურჯალიანმა.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. შსს-დან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.