2 მილიონ ლარამდე საყუნეთი-ტყემლანას გზის რეაბილიტაციისთვის

January 20, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების, საყუნეთი ტყემლანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება, ამისთვის ტენდერი გამოცხადდა.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანია რომელიც ტენდერს მოიგებს 64 კვირის ვადაში უნდა დააგოს 3 525 მეტრიანი გზა.

რა პრინციპით შეირჩა აღნიშნული გზის რეაბილიტაცია? – ახალციხის მერიისგან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, თანხის ნაწილი, მილიონ 100 ათას ლარამდე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ნაწილი, 57 ათას ლარამდე 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილი 750 ათას ლარამდე 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

წინადადებების მიღება 27 იანვრიდან – 01 თებერვლამდე იწარმოებს.