ახალციხეში მომხდარი ხანძრის ფაქტზე,  შსს-მ გამოძიება დაიწყო

January 20, 2023

ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე ე.წ. ატეკას ტერიტორიაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ს 187 მუხლით დაიწყო. რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.  უფუნქციო შენობას ცეცხლი გუშინ დაახლოებით 19:00 საათისთვის გაუჩნდა.

რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ტერიტორია სააქციო საზოგადოება „ახალციხეტრანსს“ ეკუთვნის. ამავე წყაროს ცნობით, შენობის ლიკვიდაციაა დაწყებული.

ჩვენ ვცდილობდით კომპანიასთან დაკავშირებას, თუმცა მითითებული ნომერი გამორთულია.