21 წლის ქეთევან ხაჩიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

January 12, 2023

21 წლის ქეთევან ხაჩიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ოჯახის წევრების თქმით, მას უიშვიათესი დიაგნოზი ჩარგ სტრაუსის სინდრომის მძიმე ფორმა დაუდგინდა, რომელიც პირველი შემთხვევაა საქართველოში.

მათივე ცნობით, ქეთევანი უკვე გადაყვანილია თურქეთის კლინიკაში, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დაავადების მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის დიდი თანხაა საჭირო, რომლის მობილიზების საშუალებაც ოჯახის წევრებს არ აქვთ და დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.

დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი: GE19BG0000000541400730
მიმღები: ავთანდილაშვილი თამარი

თიბისი ბანკი: GE39TB7757545061100039
მიმღები: გენადი მახარაშვილი.