ადიგენის 6 სოფელთან დაკამავშირებელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

January 11, 2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის 6 სოფელთან დაკამავშირებელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც ჯამში 2 მილიონ 150 ათასამდე ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ სამ ეტაპად გამოაცხადა, კერძოდ ფლატე-არზნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპისთვის 700 ათას ლარამდეა გათვალისწინებული.

წახანი-ქიქინეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპისთვის 900 ათას ლარამდე.

ხოლო, სამყური-ღორძის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპისთვის 500 ათას ლარზე მეტი.

აქვე გეტყვით, რომ ფლატე-არზნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ადგილობრივები 3 წელია ითხოვდნენ, რის გამოც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მერიაში განცხადებაც შეიტანა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედით, კომპანია ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 98 დღეში უნდა განახორციელოს, ხოლო საგარანტიო ვადა 2 წელია.