პროექტი წალკაში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში მცოვრები ახალგაზრდებისთვის

October 30, 2022

თუ ცხოვრობ წალკაში, ახალქალაქში ან ნინოწმინდაში, ცენტრს მოწყვეტილ სოფელში და გსურს საკუთარი თემის გაძლიერებაში მონაწილეობა მიიღო, ჩაერთო ადვოკატირების კამპანიებში ქართული ენის სწავლებისა და უმცირესობების წარმომადგენლებისათვის  უფასო  განათლების მიღების უფლებების დაცვისათვის, მაშინ ეს ახალი ამბავი შენთვისაა. 

ასოციაცია “ტოლერანტმა” TOK TV-სთან თანამშრომლობით პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების მხარდაჭერას ახალგაზრდა აქტივისტების ჩართულობითა და მონაწილეობით.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 35 პირის შერჩევა, რომლებიც სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, იგეგმება 5 დღიანი საგანმანათლებლო ბანაკი. 

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. განცხადებების მიღების ბოლო ვადაა  5 ნოემბერი.

სააპლიკაციო ფორმა: ( დააჭირეთ აქ )

Հայերեն հայտ լրացնելու համար ( սեղմեք այստեղ )

ამავე თემაზე: სამოქალაქო აქტივიზმი და მედეგობის გაძლიერება — «ტოლერანტის» და TOK TV-ს ერთობლივი პროექტი