88 888 ლარი ტრენაჟორებისთვის გარდაბანსა და მარტყოფში #ტენდერი

June 6, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, რუსტამ მაილოვი

ქალაქ გარდაბანში სადგურის და აღმაშენებლის ქუჩაზე, ასევე, სოფელ მარტყოფში გარე სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება, რისთვისაც მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90 000 ლარის გამოყოფას გეგმავს.

Ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა  შპს უნივერსალ + მიიღო. მან მერიას  სამუშაოებისთვის  88 888 ათასი ლარი შესთავაზა. გამარჯვებულმა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა შეასრულოს.

კომპანიის დირექტორი გვეუბნება, რომ მის კომპანიას მსგავს ტედნერებში მონაწილეობა ადრეც მიუღია, გარდაბნის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში  კი პირველად  მონაწილეობს.

დავინტერესდით რატომ გადაწყვიტა მერიამ აღნიშნულ ლოკაციებზე ტრენაჟორების დამონტაჟება და აქამდე იყო თუ არა მსგავსი მოწყობილი. უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.