შოლავერში სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება – #ტენდერი_ადიგენში

June 7, 2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ შოლავერში სპორტული მოედნის მოწყობას გეგმავს, რომლისთვისაც 137 ათასი ლარია გათვალისწინებული, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება სპორტული მოედნის ინფრასტრუქტურის, ფეხბურთის და კალათბურთის კარების და განათების მოწყობა.

ამავე წყაროს ცნობით, სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვე ნახევარში უნდა დაასრულოს. წინადადებების მიღება 9-12 ივნისს იწარმოებს.