COVID-19-ის მესამე შემთხვევა ახალციხეში

April 30, 2020

​დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან ახალციხის კლინიკა “იმედში” მოწყობილ ცხელების ცენტრში მოთავსებული 14 პაციენტის ანალიზის პასუხი მოვიდა, რომელთაგან ერთს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

დაავადებული ახალციხის საკარანტინო სივრციდან, ცხელების ცენტრში გადაყვანილი პირია. ამის შესახებ ჩვენ კლინიკის დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ გვითხრა.

ასევე ლაბორატორიაში გადაგზავნილი იყო კლინიკა “იმედის” 13 მედ პერსონალის ანალიზი, რომელთაგან COVID19 არცერთს არ დაუდასტურდა.

“თავიდან გადაგზავნილი იყო 22 თანამშრომლის, შემდგომ უკვე 13-ის ანალიზები, რომელთაგან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ჩვენ მედ პერსონალს ყოველ ორ კვირაში ერთხელ უტარდება ანალიზები,”- გვითხრა ცენტრის დირექტორმა.

ამ დროისთვის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია 6 პირის ანალიზი, რომლის პასუხებიც ხვალ დილით გახდება ცნობილი.

Leave a Reply