ქართული ფალავნობა „როსნეფტის“ ქვეშ

December 12, 2022

ავტორი: მარიკა გაბელია

ქუთაისში, სპორტის სასახლეში ქართული ჭიდაობის წლის მთავარი ღონისძიება (ორგანიზატორების ფორმულირებით) „ფალავნობა 2022“ ჩატარდა. ვიდეოში, რომელიც ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა, კარგად ჩანს რუსული სახელმწიფო კომპანია “როსნეფტის” ლოგო.

ასპარეზობას ადგილზე ესწრებოდა ქუთაისის მერიც. ჩვენ მასთან შემდეგი შეკითხვები გვქონდა: რა მონაწილეობა ჰქონდა ქუთაისის მერიას ამ სპორტულ ღონუსძიებაში და რატომ იყო „როსნეფტი“ გამოსახული ტატამზე?

ამ მიზნით პრესსამსახურის წარმონადგენელს დავუკავშირდით, თუმცა შეკითხვებზე პასუხივერ მივიღეთ. ჩვენ ასევე დავუკავშირდით ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელს. მან თქვა, რომ “საერთოდ ვერ ხვდებოდა”, რაზე ვესაუბრებოდით.

რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებას, მედიისთვის გაჯეთებულ კონენტარში ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები და ფინანსური მხარდამჭერები გახლავთ: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

„როსნეფტი“ არის მსხვილი რუსული ნავთობისა და გაზის კომპანია. ის რუსული სანქცირებული კომპანიების სიაშია. „როსნეფტი“ აფხაზეთში შვილობილი კომპანიის „აფხაზეთის შელფის“ მეშვეობით მოქმედებს და შესაბამისად საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევიცაა.

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.

თავდაპირველად ინფორმაცია ინფოიმერეთმა გაავრცელა.