შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

September 21, 2020

ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევებიდან 13 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დაუდასტურა. მათგან 10 შემთხვევა აჭარას უკავშირდება. 

  • 2 – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში;
  • 3 – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში;
  • 1 – ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში;
  • 1 – აჭარის პოლიციის დეპარტამენტში;
  • 1 – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში;
  • 2 – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში.
  • 1 – შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
  • 1 – თბილისში, დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში
  • 1 – სამეგრელოში, განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოში.

უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი დაკვირვების ქვეშ არიან. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა. როგორც შსს-ში ამბობენ 13-ივე ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია.

Leave a Reply