დაშბაშის კანიონის კომპლექსის გახსნა ივნისში იგეგმება

March 15, 2022

ავტორები: სოფიკო ქარცივაძე. საიდა მამედოვა

წალკაში, დაშბაშის კანიონზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. მათ შორისაა 240 მეტრი სიგრძის შუშის ხიდიც. 

პროექტი, უნიკალური მახასიათებლების მქონე ხიდთან ერთად  მის შუაგულში   მოთავსებულ მრავალწახნაგის ფორმის კაფეს, დახურულ და ღია ტიპის რესტორანს, 62 კოტეჯს, სასტუმროს, ბაიკ-ლაინს და ატრაქციონებს მოიცავს. 

კომპლექსი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაში მოეწყო. ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, თუმცა ის სპეციალური საინვესტიციო პირობებით 45 წლიანი ვადით კომპანია “კასს ლენდს“ გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ინვესტიციის ოდენობა 120 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება კომპანია, ებრაული კომპანია “კასს ლენდი” 2018 წელს დაფუძნდა. მისი დამფუძნებელია ხანოხ კასი. companyinfo – ს მონაცემებით დირექტორი და კომპანიის მეწილე ეკატერინე თოდრიაა.

კომპანია უკვე ფლობს არაერთ ბიზნესს საქართველოში, მათ შორის  თბილისში ბიზნეს ცენტრს.