წალკის სასპორტო სკოლის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

March 15, 2022

ავტორები: სოფიკო ქარცივაძე, საიდა მამედოვა

160  მონაწილიდან წალკელი ფალავანების გუნდმა 21 მედალი მოიპოვა. მათ შორის 3 პირველი ადგილი – ეს გახლავთ 13 მარტს წალკაში გამართული ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში ღია პირველობის შედეგი მუნიციპალიტეტისთვის.

ასპარეზობა სხვადასხვა წონით კატეგორიაში, საქართველოს 12 ქალაქის სპორტსმენთა მონაწილეობით გაიმართა. 

“აპრილში  საქართველოს ჩემპიონატი იმართება გორში, გურჯაანში და ოზურგეთში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოზურგეთში დაგეგმილი შეხვედრა, რადგან სანაკრებო ტურნირებში   გამარჯვებული ჩემპიონი და პრიზიორი მოხვდება საქართველოს ნაკრებში, სადაც გაივლიან ერთობლივ შეკრებით ვარჯიშებს სხვადასხვა ქალაქში.  ჩემპიონები და ვიცე ჩემპიონები გაემგზავრებიან საერთაშორისო, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე”,-  გვეუბნება გუნდის მწვრთნელი ელიზბარ გოგიტიძე.