დღეს, 13 სექტემბერს საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 152 შემთხვევა გამოვლინდა. 9 გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.
იმავე წყაროს მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 2 227 შეადგენს, ამათგან 1 369 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილია.
კარანტინის რეჟიმში 5 882 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 390 ადამიანი რჩება. საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილთა რაოდენობა კვლავ 41-ს შეადგენს.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები 28 მილიონს აჭარბებს, რომელთაგან 920 233 გარდაცვლილია.
საქართველოში კორონსვირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 158 გუშინ, 12 სექტემბერს გამოვლინდა.