ხვალიდან, 25 სექტემბრიდან აჭარაში რესტორნები დაიხურება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეჩერდება – გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
„ხვალ 22.00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი განმარტებით ხვალ 22:00 საათიდან მუშაობას შეწყვეტენ რესტორნები, თუმცა დღის განმავლობაში მათ მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.